Saturday, October 5, 2013

ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი

კურსის მიზანი

კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი მასწავლებლებს დაეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.


კურსის მთავარი კითხვა:

როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?


ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.

სერთიფიცირების პირობები:  


  •  მინიმუმ 7 ტრენინგდღეზე დასწრება;
  • სატრენინგო დავალებების  შესრულება;
  • პროექტის პორტფოლიოს შექმნა  და გამოქვეყნება;
  •  ბლოგის წარმოება